შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია  შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს:

დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება

აღსანიშნავია, რომ საშტორმო ვითარებაში, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

7 საათის წინ

"ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.  "წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს გამორჩეულ მხარდაჭერას კი ჩვენს გოგონებისა და ბიჭეის გუნდს ვუცხადებ, წარმატება თითოელ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172