The Guardian: რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ბრიტანეთის პრემიერს მოსაწვევი მეორედ გაუგზავნა

The Guardian: რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ბრიტანეთის პრემიერს მოსაწვევი მეორედ გაუგზავნა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად მოსაწვევი მეორედ გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობა არ ხმაურდება.

გამოცემის წყაროს თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატის მერვე ფინალში ინგლისის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ახალი მოსაწვევი გაუგზავნეს.

როგორც გამოცემა წერს, ამ გზით მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს ტერეზა მეი, რომ ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა ჩემპიონატის ბოიკოტირებისგან თავი შეიკავონ. როგორც ცნობილია, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლონდონმა რუსეთს ბრალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ორგანიზებაში დასდო.
მანამდე, რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი შვედეთმაც გამოუცხადა.

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

4 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080