GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი: შახტში მომხდარ ტრაგედიებზე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ! (ინტერვიუ)

GIG-ის ადმინისტრაციული დირექტორი: შახტში მომხდარ ტრაგედიებზე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ! (ინტერვიუ)

ცოტა ხნის წინ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) მედიატური გამართა და ჟურნალისტებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც კომპანია ახორციელებს, ან სამომავლოდ გეგმავს. მათი თქმით, მუშაობენ რომ უსაფრთხოების სისტემა დაიხვეწოს, რათა ისეთი ფატალური შედეგები შემცირდეს, რაც მეშახტეების საწარმოო ტრავმებს და სიკვდილს გამოიწვევს. თუმცა, ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ როგორმე ოპტიმალური გამოსავალი იყოს მოძებნილი.

რა სირთულეებია წიაღისეულის მოპოვების მხრივ, რა იგეგმება უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხომ არ არის საწარმო დაავადებების გამომწვევი ტყიბულში და იზომება თუ არა ეს მაჩვენებელი? - ამ საკითხებზე „აიპრესი“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციულ დირექტორს ნინო ჯორბენაძეს ესაუბრა:

თქვენ ისაუბრეთ წიაღისეულის მოპოვების სირთულეებთან დაკავშირებით. თქვით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან გართულებულია მისი მოპოვება და ზარალია. დაახლოებით 15-16 მილიონიან ზარალზე ისაუბრეთ. რატომ რას უკავშირდება ეს ზარალი და აქვე მიპასუხეთ, ბიზნესის მიმართულებით რომ შევხედოთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს კომპანიის მუშაობას?

შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ლევან ვეფხვაძემ დეტალურად გასცა პასუხი. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაში არის პრობლემა. ეს ძირითადად ის ტექნოლოგიური პრობლემებია, რაც შახტის სტრუქტურასთან არის დაკავშირებული. ეს არის დახრის კუთხე, ფენები, ნახშირის სისქე და ა. შ. რეალურად ზეკატეგორიის შატთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ეს ტექნოლოგიური პრობლემებია.

დიახ ვახსენეთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არის 15-16 მილიონიანი წაგება. სანამ ამ პრობლემამდე მივედით, საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული. გამოსავლისა და უკეთესის ძიებაში. ეს ინვესტიცია დაახლოებით 70 მილიონი ლარია. მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ, იქნებ გონივრული აღმოჩნდეს მთელი ის დანახარჯები, რაც ამ წლების განმავლობაში გავიღეთ.

ანუ ბიზნესის მიმართულებით გარკვეულწილად რისკის ქვეშ გიწევთ მუშაობა?

როგორც ბიზნესის მიმართულებით რისკის ქვეშ არ გვიწევს, რადგან წამგებიან პოზიციაში გვიწევს. ეს ბოლო წლებმა აჩვენა.

ზუსტად ეს არის რთულად გასაგები, რა მიზანი აქვს მაშინ ამ ბიზნესს?

გვინდა რომ ეს 70 მილიონიანი ინვესტიცია რაღაცა კუთხით ამოღებადი გახდეს და ის დახარჯული თანხები მოვარგოთ ტექნოლოგიურ პროცესს და ვიზრუნოთ იმ გამოსავალზე, იქნებ რაღაც უკეთესი გაკეთდეს. ლევანმა [ვეფხვაძემ] დეტალურად გააკეთა ანალიზი, რა შეიძლება გაკეთდეს და რა თანხებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. რამდენიმე გამოსავალზეა საუბარი. ეს არის მექანიზაციის პროცესზე გადასვლა, თუ არ ვცდები 150 მილიონიანამდე ინვესტიცია სჭირდება ამას. ეს არის მეთანის ექსტრაქცია შახტებიდან, რომელიც 100 მილიონ დოლარამდე ხარჯებს მოითხოვს. თუმცა, ეს არის ძიების ის პროცესი, რასაც ამ წლების განმავლობაში მივაგენით. ფინანსურად ეს გამოსავალი არ არის.

რეალურად გამოსავალი უკვე მოძიებული გვაქვს, ახლა გადაწყვეტილების პროცესში ვართ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით.

უსაფრთხოების საკითხებზეც ვისაუბროთ. საკმაოდ პრობლემატური იყო ბოლო წლებში უსაფრთხოების საკითხები. იყო მსხვერპლი... კომპანია თუ გრძნობს ამ პასუხისმგებლობას და რას აკეთებს იმისთვის, რომ რისკები ამ მიმართულებით მინიმალურ დონემდე იყოს დასული. მინიმუმამდე იმიტომ, რომ მესმის ამის აბსოლუტური გამორიცხვა შეუძლებელია...

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლო წლებში უსაფრთხოების პრობლემები რამ შექმნა. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანური ფაქტორი თუ მენეჯმენტის შეცდომები. ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას? - დიახ, რა თქმა უნდა ვგრძნობთ. არა მხოლოდ ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ მორალურსაც. სწორედ ამ პასუხისმგებლობის შედეგია ის, რომ იმ ფინანსური მაჩვენებლების, იმ წაგებისა და ზარალის ფონზე, რაც მე აღვნიშნე, ჩვენ 13 მილიონ ლარამდე გვაქვს დახარჯული ბოლო 2 წელში უსაფრთხოების ტექნიკის გადაიარაღება-შეძენისთვის. დამატებით 3 მილიონი ლარი უსაფრთხოების აღჭურვილობის შეძენისთვის არის დახარჯული. ციფრებში აღარ გამოვხატავ სისტემურ მიდგომას ზოგადად უსაფრთხოების მიმართ. ეს არის, დიდი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ვინც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. მათი გადამზადება, მუდმივი მონიტორინგი. თუმცა, სამწუხაროდ მაინც ხდება უბედური შემთხვევები.

ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს უსაფრთხოების შესახებ კანონი...თქვენ, როგორც კომპანიას მზაობა გაქვთ თუ არა ამ კანონთან მიმართებაში და ეთანხმებით თუ არა მის მიღებას?

თუ არ ვცდები ახლა ბოლო ეტაპზეა და ძალიან მალე იქნება ეს კანონი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამაზე სახელმწიფო მუშაობს.

ჩვენ როგორც კომპანიას ვერ გვექნება წინააღმდეგობა ამის მიმართ. სახელმწიფო როცა აწესებს რეგულაციებს, ჩვენ როგორც კერძო ბიზნესი, ვალდებულები ვართ ამ რეგულაციაში ჩავჯდეთ.

პროფკავშირებთან ან სხვა თემატურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, აქ რა ვითარებაა?

ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში საკმაოდ კონსტრუქციულად ვურთიერთობთ. აზრთა გაცვლა გვაქვს ერთმანეთში. ყოველ შემთხვევაში მათთან ურთიერთობისთვის ჩაკეტილები არ ვართ.

შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, რა შეცდომებზეა საუბარი? რა არ უნდა გაკეთებულიყო ისე, როგორც გაკეთდა?

მარტივი პასუხია ამაზე. თუნდაც, თქვენი კითხვა, ბიზნესს რა ინტერესი აქვს ამხელა ზარალის გათვალისწინებითო, თუნდაც ეს არის მენეჯერული შეცდომა. ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ არ ვთქვით უარი ამ პროცესებზე. ამიტომ ჯერ კიდევ ძიებაში ვართ.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც ხომ არ იყო დაშვებული შეცდომები?

ვფიქრობ, რომ დროის გამოწვევებიდან და კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალური გაგვეკეთებინა. თუმცა, ეს არ არის სტატიკური პროცესი. მუდმივად წინ მიდის ეს პროცესი და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხედავთ გარკვეულ საჭიროებებს და მუდმივად ვცდილობთ ამას ფეხი ავუწყოთ.

ასევე ისიც აღნიშნეთ, რომ შახტის უნიკალური სირთულიდან გამომდინარე რთულია რეალური გამოსავლის მოძებნა უსაფრთოებასთან მიმართებაში და რეალურად ექსპერიმენტების ჩატარება გიწევთ. თუ არიან ამ ექსპერიმენტებში ჩართული საერთაშორისო სპეციალისტები და რისკები გარკვეულწილად თუ არის აწონვადი?

ამ პროცესში საკმაოდ გრძელვადიანი ძიება გვაქვს დაწყებული. რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ჩვენ ვურთიერთობდით უკრაინელ, პოლონელ, ჩინელ, გერმანელ გამოცდილ სპეციალისტებთან და საკმაოდ ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, რომელბმაც ჩვენი დაკვეთით არაერთხელ შეამოწმეს შახტები. შეაფასეს მისი ტექნიკური მდგომარეობა და სწორედ ამ ძიების შედეგია, რომ გარკვეულწილად რაღაცა რეკომენდაციებს მათგან მუდმივად ველოდებით, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის პროცესი, სადაც ბოლოსკენ ვართ გასულები. ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ რაღაცა ვიპოვოთ.

სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის როლზეც ისაუბრეთ. რაში შეიძლება დაგეხმაროთ სახელმწიფო ამ მიმართულებით?

ვფიქრობ, უნდა მოხდეს რისკებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება. ფინანსურად რა შეღავათი შეიძლება გაუწიოს ამ საწარმოს კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მოსაზრებები. თუნდაც, ათვისების გეგმებიდან გამომდინარე, რომელიც ფაქტიურად შეუსრულებადია და გადახდა გვიწევს მოსაკრებლების დამტკიცებული ათვისების მიხედვით, რომელიც ვერასოდეს ვერ არის თანხვედრაში ფაქტიურად მოპოვებულ ბუნებრივ რესურსთან. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამ ნაწილში შეღავათის გაკეთება მეტი ინვესტირების შესაძლებლობას მისცემდა კომპანიას უსაფრთხოების საკითხებში.

სახელმწიფოს ამაზე მზაობა არ აქვს?

ვერ გეტყვით, მიდის მუშაობა ამაზე. ვიცი, რომ სახელმწიფოც დაინტერესებულია ამ კუთხით. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მზა გადაწყვეტილება ჩვენ ხელში გვიჭირავს.

გარემოს დაცვის მიმართულებითაც უნდა გკითხოთ, მე მისაუბრია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათგან ასეთი მესიჯებია ხოლმე, რომ სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია ეს საწარმო. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და მიმდინარეობს თუ არა რაიმე მუშაობა ამ მიმართულებითაც?

ამასთან დაკავშირებით ზუსტ შეფასება მე ვერ გავაკეთებ. ჩემი კვალიფიკაცია ამაში ხელს არ მიწყობს. მაგრამ, ვიცი რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ მაინც ვაკეთებთ სამედიცინო შეფასების ანალიზს, რა დაავადებები შეიძლება იყოს მეტად პროვოცირებული პირობითად შახტებში მუშაობით.

გარკვეული ტიპის დაავადებები არის. მაგალითისთვის ავიღოთ, როგორც თამბაქოს მოწევა პროვოცირებას უკეთებდეს კიბოს, იგივენაირად არის რაღაც ტიპის დაავადებები, რომელსაც შახტი პროვოცირებას შეიძლება უკეთებდეს. ზოგადად მოსახლეობას რაც შეეხება, ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს. კომპანია მუშაობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ფარგლებში რაც მას აღებული აქვს. ეს თავის დროზე გულისხმობდა ყველა იმ რისკის შეფასებას რომელიც ჰაერზე, წყალზე შესაძლო ზეგავლენას მოახდენდა და რა იყო ამ ზეგავლენის დასაშვები ნორმა. შესაბამისად კომპანია ამ დასაშვები ნორმის ფარგლებში მუდმივად ცდილობს, რომ იფუნქციონიროს.

ნარჩენები გაგაქვთ?

დიახ, ნარჩენების მართვის გეგმა გვაქვს, კონტრაქტი გვაქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომპანიასთან და ნარჩენებიც გაგვაქვს.

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

უსუფაშვილი:ავლაბრის რეზიდენციის გამოყენების და პარლამენტის ამუშავების უკეთეს ვერსიას დავდებ(ინტერვიუ)

18 სექტემბერი, 2018

პრეზიდენტობის კანდიდატი „აიპრესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოებრივი დარბაზები უნდა განთავსდეს და გამოყენებული იყოს სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეებისთვის. ამასთანავე გაკეთდეს საპრეზიდენტო დარბაზი...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172