ბოკუჩავა: პროცესი, სადაც ლიდერობის კანდიდატად ივანიშვილის ადვოკატი განიხილება, დამოუკიდებელი ვერ იქნება

ბოკუჩავა: პროცესი, სადაც ლიდერობის კანდიდატად ივანიშვილის ადვოკატი განიხილება, დამოუკიდებელი ვერ იქნება

"პროცესი, სადაც ლიდერობის მთავარ კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, მოჩვენებითადაც კი" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ, მთავრი პროკურორის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მისთვის გასაგებია არასამთავრობოების უნდობლობა ამ თემაზე.

"მესმის არასამთავრობო სექტორის დამოკიდებულება, იმიტომ, რომ პროცესები, სადაც ლიდერობის მთავარ კანდიდატად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, მოჩვენებითადაც კი და მათ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღება.

აბსოლუტურად მესმის მათი პოზიცია. შესაბამისად, საუბარი "ქართული ოცნების" მხრიდან საპროტესტო აქციების ფონზე, თითქოსდა დამოუკიდებელი გენპროკურორი დაინიშნებოდა, იყო ტყუილი და ცრუ დაპირება ისეთივე, როგორებიც არაერთი გვიხილავს, იმიტომ, რომ ივანიშვილს არ სურს დათმოს გენპროკურორის თანამდებობა და ყველაზე შავი საქმის გამკეთებლად მას სჭირდება მასზე პირადად დამოკიდებული გენპროკურორი და, რა თქმა უნდა, შსს და სუსი. ეს არის ორი უწყება, რომელსაც ყველაზე აქტიურად იყენებს შავი საქმის შესასრულებლად." - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172