წმიდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

წმიდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

  • iRegions.Ge
  • 02 ივლისი, 2018
  • 05:41
  • ადმინისტრატორი

30 ივნისს, წმიდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა. დღესასწაული ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. 

ცენტრალურ პარკში, თოჯინების თეატრი - „წითელქუდა“ და თეატრალური წარმოდგენა ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა კი პატარებისთვის სპორტული ღონისძიებები, სახეზე ხატვა და სურათების გადასაღებად სპეციალური ბანერი მოაწყო, რის შემდეგაც ქალაქიდან ახალციხის ციხემდე მსვლელობა გაიმართა
მთელი დღის განმავლობაში ახალციხის ციხეზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოეწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა,შეჯიბრი ჭიდაობაში და მაგიდის ჩოგბურთში, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით, დასახელდა საპატიო ახალციხელები.

ესენია: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქართული რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და ექიმი რუზანნა მელიქიან, დაჯილდოვდნენ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები, წარმატებული აგროტრენერები, ფერმერები, კოოპერატივები.

დღესასწაული ქართული ესტრადის ვარსკვლევების თემურ ყვითელაშვილის, ნუცა ბუზალაძის, ,,თბილისის ბიგ-ბენდის“, ,,ქართული ხმების“, ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080