პატრიარქი: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს სხვას უშველოს, ბედნიერია

პატრიარქი: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს სხვას უშველოს, ბედნიერია

"არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. ისინი სხვისთვის არიან დაბადებული. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს და თანადავუდგეთ ერთმანეთს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის ჯვარი, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამ იტვირთოს ჩვენი სიმძიმე. ეს არის მძიმე ღვაწლი, როცა ადამიანი სხვის სიმძიმეს იტვირთავს. ჩვენ იმ დღეს ვიხსენებთ, როცა თანადგომის დღე დაარსდა. ქრისტიანობა და ქრისტიანობის სიდიადე იმაშია, რომ ადამიანს აძლევს ძალას, აძლევს მადლს, აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვისი ჯვარი იტვირთოს. არის შემთხვევა, როცა ადამიანი უფსკრულის წინაშე დგას.

ყოფილა ხშირი შემთხვევა, როცა ვხედავდი ადამიანს, რომელიც იღუპება, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი შველას უარყოფს. ჩვენ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ ძალა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი.

არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ემსახურებიან. არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. ისინი სხვისთვის არიან დაბადებული. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს და თანადავუდგეთ ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრია შემთხვევა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ თავი გადაირჩინონ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი და წყალობა, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი“, - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

"ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი გაჩერდა, მგზავრებს ღირებულების 50% დაუბრუნდებათ"

"ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი გაჩერდა, მგზავრებს ღირებულების 50% დაუბრუნდებათ"

18 წუთის წინ

"ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.  თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080