ილია მეორე საზოგადოებას: დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება

ილია მეორე საზოგადოებას: დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება

"უფალი იესო ქრისტე ყოველ ჩვენგანს ეუბნება: ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექ მე. როგორ გავიგოთ, რომელია ჩვენი ჯვარი? ამას უფალი გვაჩვენებს, უფალი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. უფალი გვაჩვენებს, სად არის ეს ჭეშმარიტება", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"წმინდა პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთის ჯვარი, ერთმანეთის სიმძიმე ვიტვირთოთ? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ, თუ გვინდა, რომ სხვამ იტვირთოს ჩვენი სიმძიმე. ეს არის მძიმე ღვაწლი, როცა ადამიანი სხვის სიმძიმეს იტვირთავს. ჩვენ იმ დღეს ვიხსენებთ, როცა თანადგომის დღე დაარსდა. ქრისტიანობა და ქრისტიანობის სიდიადე იმაშია, რომ ადამიანს აძლევს ძალას, აძლევს მადლს, აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვისი ჯვარი იტვირთოს. არის შემთხვევა, როცა ადამიანი უფსკრულის წინაშე დგას. 

ყოფილა ხშირი შემთხვევა, როცა ვხედავდი ადამიანს, რომელიც იღუპება, მინდოდა შველა, მაგრამ ის ადამიანი შველას უარყოფს. ჩვენ უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ ძალა მისცეს და აკურთხოს ერი თვისი. 

არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ემსახურებიან. არის ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. ისინი სხვისთვის არიან დაბადებული. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ ერთმანეთს და თანადავუდგეთ ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრია შემთხვევა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ თავი გადაირჩინონ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი და წყალობა, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი“, - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

6 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080