საფეხბურთო კლასიკა, ბევრი გოლი და სანახაობა-საფრანგეთი მეოთხედფინალშია, მესის არგენტინა სახლში

საფეხბურთო კლასიკა, ბევრი გოლი და სანახაობა-საფრანგეთი მეოთხედფინალშია, მესის არგენტინა სახლში

დასრულდა პირველი მერვედფინალური მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელმაც მაყურებლის მოლოდინი სრულად გაამართლა. მატჩი სუპერდრამატული და სანახაობრივი გამოდგა.  მაყურებელმა მატჩში 7 გატანილი გოლი იხილა. მესი და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, საფრანგეთი კი მეოხედფინალში, რომელსაც გმირად ახალგაზრდა მბაპე მოევლიანა. 

მონაკოს ფორვარდმა ორჯერ თავად გაიტანა, ერთხელ კი 11 მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად გუნდის ლიდერმა ანტუან გრიზმანმა აქცია. საფრანგეთი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. 

sაფრანგეთს მატჩის დებიუტშივე მიეცა შანსი. მბაპეს კარგი თამაშის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებთან თამაშის წესები დაირღვა. ჯარიმა გრიზმანმა შეასრულა და სულ ცოტა დააკლდა გოლამდე. მისი ჯარიმა ძელს მოხვდა. 13-ე წუთზე ბანეგამ შეცდომა დაუშვა და ბურთი დაკარგა. მბაპემ ბრწყინვალედ ითამაშა, ნახევარი მოედანი გაიარა და როხომ საჯარიმოში თამაშის წესებით გააჩერა. პენალტი გრიზმანმა გაიტანა. არგენტინა ბურთს ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. 42 წუთზე ბანეგამ პასი დი მარიას მიაწოდა, რომელმაც ბრწყინვალედ გაისროლა და 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში მესი ორ მეტოქეს შორის მოხვდა, თუმცა კარის მიმართულებით დაარტყა, რომელსაც მიმართულება მერკადომ შეუცვალა, არგენტინა წინ გაიყვანა. ამ ვითარებაში შეცდომა ფავარდა დაუშვა. 57-ე წუთზე ფავარდმა შეცდომა გამოასწორა, შესანიშნავი გოლი გაიტანა და 2:2.. 64-ე წუთზე მბაპემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მბაპემ ფრანგების ლიდერების კომბინაცია გოლად აქცია. 69-ე წუთზე საფრანგეთს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. 

მატჩის დამატებულ წუთებზე აგუერომ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. ბოლო წამებზე არგენტინას გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა მესამ შანსი ხელიდან გაუშვა და საბოლოო ანგარიში 4:3 დაფიქსირდა. არგენტინელთა დამრიგებელმა ისევ არ მისცა შანსი მსოფლიოს უდავოდ ერთერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, იუვენტუსის ლიდერ დიბალას.

კიდევ ერთი მერვედფინალური შეხვედრა 22:00-ზე გაიმართება, სადაც ურთიერთობას პორტუგალია და ურუგვაი შეხვდებიან. 

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

11 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172