შემომწირველების უსაფრთხოების მიზნით "გირჩის" დღევანდელი საქველმოქმედო საღამო მედიისთვის დახურული იქნება

შემომწირველების უსაფრთხოების მიზნით "გირჩის" დღევანდელი საქველმოქმედო საღამო მედიისთვის დახურული იქნება

დღეს 19:00 საათზე გირჩის ოფისში საქველმოქმედო საღამო გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს გირჩის წევრისა და ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსის, ნიკა ობოლაძის, ჯარიმის გადასახდელი თანხის შეგროვებას. 

თუმცა ეს საღამო მედიისთვის დახურული იქნება. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გამოწვეულია იქიდან, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობს გარკვეული რისკები, რომ შემომწირველ სტუმრებს რაიმე სახის საფრთხე შეექმნათ. 

"ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ეს ღონისძიება ჟურნალისტების მიერ გაშუქებულიყო, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამოსული მომატებული რისკისა და საზოგადოების მხრიდან არასწორი ინტერპრეტირების საფრთხის გამო, გირჩმა გადაწყვიტა, რომ ღონისძიება დახურული ყოფილიყო.

ბრიფინგებისთვის განკუთვნილი ოთახი კვლავინდებურად ღია იქნება მედიისთვის და ამასთან, შეგეძლებათ, ჩაწეროთ გირჩის ყველა ის ლიდერი თუ წარმომადგენელი, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა სხვაგან კადრების გადაღება, სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს შეზღუდული იქნება.

გირჩი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო. ამასთან, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ შესაძლოა, საერთოდ არ გინდოდეთ ასეთ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი ღონისძიების გაშუქება. გვესმის და ვწუხვართ, უბრალოდ, ვუფრთხილდებით შემომწირველი სტუმრების უსაფრთხოებას", - აღნიშნულია განვრცელებულ განცხადებაში. 

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

1 საათის წინ

"ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელდაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმებისდღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080