ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს-სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

ირაკლი კობახიძემ რონ ჯონსონს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა.

სენატორმა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მტკიცე მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურეს.

 

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

უგულავა: გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით არ ივლის

3 საათის წინ

"ამიტომ მიმაჩნია რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080