კობახიძე: აშშ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში

კობახიძე: აშშ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში

„ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევებისა და მიზნების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს. სამწუხაროდ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ვიზიარებთ საერთო გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. გვაქვს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საერთო მიზნები. საქართველოს და უკრაინის საერთო მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა, მოლდოვასთან გვაერთიანებს ევროინტეგრაციის მიზანი.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვს საერთო, რაც ერთად დგომას მოითხოვს. ერთად უნდა ვიდგეთ. ასევე, გვაკავშირებს საერთო ისტორიაც. რაც მთავარია, გვაერთიანებს ღირებულებები და ჩვენი ნება ერთად დგომისა, თანამშრომლობისა, სწორედ ამ მყარ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლური ღირებულებების დანერგვას აღმოსავლეთში და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო რამ, რაც მეგობარ ქვეყნებთან გვაკავშირებს. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესის. იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172