სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა პოზიციების წარდგენისთვის ვადის გადაწევის თაობაზე

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა პოზიციების წარდგენისთვის ვადის გადაწევის თაობაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და დანარჩენმა მომჩივნებმა (ტელეკომპანია „საქართველო“ და ძმები ყარამანიშვილები) უკვე მეორედ ითხოვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან პოზიციის წარდგენისთვის ვადის გადაწევა, რაც არ დაკმაყოფილდა.

საქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა და პოზიციების თაობაზე შეპასუხებისთვის სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ს ვადა 2018 წლის 30 მაისამდე განუსაზღვრა. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა 2018 წლის 3 მაისს ითხოვეს ხსენებული ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, რადგან სურდათ, მთავრობის პოზიციაზე შეპასუხებასთან ერთად წარედგინათ გარკვეული საექსპერტო დასკვნა. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა აღნიშნული თხოვნა და პოზიციის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისი.

მიმდინარე წლის 21 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და სხვა მომჩივნებმა კვლავ ითხოვეს ვადის დამატებით ერთი თვით გაგრძელება 27 ივლისამდე საექსპერტო დასკვნის წარსადგენად.

სასამართლომ, დასაბუთებად მოყვანილი არგუმენტის გათვალისწინებით, უარი განაცხადა ვადის უკვე მეორედ გაგრძელებაზე. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიციებზე შეპასუხების ვადად დარჩა 2018 წლის 28 ივნისი.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, ტელეკომპანია „საქართველოს“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილების საჩივრის საპასუხო არგუმენტები და პოზიციები საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა დადგენილ ვადაში − 2018 წლის 28 მარტს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტუციის სამინისტრო ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

30 წუთის წინ

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273