დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ხვალ გახდება ცნობილი

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია, თუმცა აღნიშნულის შესახებ მხოლოდ 28 ივნისს განაცხადებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს კრემლში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველ, ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

ხუთშაბათს თარიღი ამერიკულ მხარესთან შეთანხმების შედეგად გამოცხადდება. უშაკოვის განცხადებით, სამიტის დრო და ადგილი ორივე მხარისთვის კომფორტულია.

მისივე განმარტებით, პუტინი და ტრამპი სამიტზე გაფართოებულ ფორმატში საუბრის შემდეგ ასევე პრესკონფერენციას გამართავენ.
კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა და ბოლტონმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ასევე სირიაში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის კრიზისზე, ჩრდილოეთ კორეასა და ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლაზე. 

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176