ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მეოთხე თაობის ინტერნეტს - 4.5G ქსელს აძლიერებს

ჯეოსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მეოთხე თაობის ინტერნეტს - 4.5G ქსელს აძლიერებს

  • iRegions.Ge
  • 27 ივნისი, 2018
  • 14:17
  • ადმინისტრატორი

ზაფხულის სეზონს და ფეხბურთის გულშემატკივრებს სილქნეტი და ჯეოსელი ერთობლივი შეთავაზებით შეხვდა. სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანება ყველაზე მასშტაბური ბიზნესგარიგებაა საქართველოში, რომლის მიზანიც ქვეყანაში სრული სატელეკომუნიკაციო სპექტრის კომპანიის შექმნაა.

გაერთიანებული კომპანიის უახლესი გეგმები ითვალისწინებს დამატებით ინვესტირებას ქსელის მოდერნიზაციისთვის, რაშიც განსაკუთრებული ყურადღება მეოთხე თაობის ქსელის გაძლიერებაზე - მომხმარებლისთვის 4.5G ინტერნეტის შეთავაზებაზე კეთდება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მასშტაბური სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს. ზაფხულის თვეები ამ სამუშაოების აქტიური ფაზაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქსელის გაძლიერება ბათუმსა და ზღვისპირეთში, რათა საზღვაო სეზონი აბონენტებმა კომფორტულად გაატარონ და ჯეოსელის ინტერნეტით სარგებლობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლონ. ბათუმში მყოფ ჯეოსელის მომხმარებლებს უკვე 14 ივნისიდან შეუძლიათ ისარგებლონ მობილური 4.5G ინტერნეტის უფრო მაღალი სიჩქარეებით და აგრეთვე, სერვისის საგრძნობლად გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით.

ასევე, მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ჯეოსელი მეოთხე თაობის გაძლიერებული ქსელის მეშვეობით თავის აბონენტებს სთავაზობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მობილური ინტერნეტის მეშვეობითაც შეუფერხებლად ადევნონ თვალი. უფრო მეტი კომფორტისთვის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით, ჯეოსელის ყველა აბონენტს, ვინც ისარგებლებს აპლიკაციით Silk TV Go (Android და iOS), აღნიშნულ აპლიკაციაზე დახარჯული მობილური ინტერნეტის საფასური არ დაერიცხება. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად გათიშული ნომრიდანაც, ინტერნეტ პაკეტის გააქტიურების გარეშეც.

რაც შეეხება კომპანიის შემდგომ წლევანდელ გეგმას, იგი ითვალისწინებს 4.5G ქსელის გაფართოებასა და გაძლიერებას საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც, რის შედეგადაც უკვე შემოდგომისათვის საგრძნობლად გაუმჯობესდება მობილური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხი თბილისში, ხოლო წლის ბოლომდე - დასავლეთ საქართველოს ქალაქებში (ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, სამტრედიაში, წალენჯიხაში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში, ზესტაფონსა და ოზურგეთში), აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში (გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში, ყვარელში, სიღნაღში, წნორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, მარნეულში, გუდაურში, ბაკურიანში, ახალციხესა და ახალქალაქში) და აგრეთვე, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-თელავის შემაერთებელ მაგისტრალურ ტრასებზე.

კომპანია ამ მიმართულებით ინტენსიური სამუშაოების გაგრძელებას საქართველოს სხვადასხვა წერტილში გეგმავს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც, რის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

SilkTVGo აპლიკაციის ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე Google Play https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer
App Store https://itunes.apple.com/us/app/silk-tv-go/id911759740.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080