AP: ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ანტი-ამერიკულ აქციას არ გამართავს

AP: ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ანტი-ამერიკულ აქციას არ გამართავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ანტი-ამერიკული აქცია არ ჩაატაროს, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ფხენიანში იმართება, ინფორმაციას სააგენტო AP ჩრდილოეთ კორეაში კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის სინგაპურის სამიტის შემდეგ ურთიერთობების დარეგულირებას უკავშირდებოდეს.

ჩვეულებრივ, "ამერიკული იმპერიალიზმის" წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ერთი თვის განმავლობაში იმართება, რომელიც 27 ივლისს დასრულდება, როდესაც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ეროვნული დღესასწაული აღინიშნება. გასულ წელს, მასობრივი დემონსტრაციაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, სააგენტო ფხენიანში AP ბიუროს დაადასტურეს, რომ აქცია წელს არ ჩატარდება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ ყოველწლიური დემონსტრაციისთვის მზადება არ დაწყებულა. 

Bangkok Post: ტაილანდის დედაქალაქში მტრედების გამოკვება აკრძალეს

Bangkok Post: ტაილანდის დედაქალაქში მტრედების გამოკვება აკრძალეს

57 წუთის წინ

ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფრინველების გამოკვების თაობაზე წესების გამკაცრება ჰიგიენის თვალსაზრისით ვითარების გართულების გამო მიიღო. ასევე, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ტაილანდის დედაქალაქში მტრედების...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172