თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს

თეთრი სახლის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს. ამის შესახებ "ტვიტერზე" თავად სარა სანდერსი წერს და აღნიშნავს, რომ რესტორნის დატოვების მოთხოვნის მიზეზად მეპატრონემ მისი ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობა დაასახელა.

"მე ზრდილობიანად წამოვედი" - წერს სანდერსი. "მისი საქციელი მასზე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩემზე. მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს პატივისცემით მოვექცე, თუნდაც რომ არ ვეთანხმებოდე მათ და ასე ვაპირებ განვაგრძო", - დაამატა პრესმდივანმა და არ დაივიწყა იმ რესტორნის სახელის და ქალაქის მითითება, სადაც ის გაანაწყენეს

სანდერსის ტვიტს უამრავი რეტვიტი მოყვა. ტრამპის მომხრეები მისი თავშეკავებით და აღზრდით არიან მოხიბლულები, მოწინააღმდეგეები კი თეთრი სახლის დღევანდელი გამგებლის მიერ ადამიანის ღირსების არად ჩაგდებაზე მიუთითებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს "მთელი ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს"

სარა სანდერსის ტვიტის შემდეგ ლექსინგტონის რესტორან Red Hen-ის მფლობელი სტეფანი უილკინსონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა ცნობილი და მისი სახელი ლამის ნაციონალური წინააღმდეგობის სიმბოლოს იქცა.

რამდენიმე საათის განმავლობაში მან უამრავ გამოცემას, თვით "ვაშინგტონ პოსტის" ჩათვლით, მისცა ინტერვიუ. ქალმა დეტალებში მოყვა თუ როგორ დაურეკა მას შეფ-მზარეულმა, რომელმაც დარბაზში სარა სანდერსი შენიშნა, როგორ აცნობა მას, რომ პერსონალი "ღელავს, არ იცის, როგორ მოიქცეს", როგორ მივიდა ის პირადად რესტორანში და, წინასწარ მიიღო რა თანხმობა თავის თანამშრომლებისგან, არასასურველ სტუმარს კარისკენ მიუთითა.

სარა სანდერსი ვასინგტონის მეზობელ შტატ ვირჯინიის პატარა, 7000 კაციანი ქალაქ ლიქსინგტონის 26 ადგილიან რესტორანში იყო სასადილოდ შესული. ქალაქის მოსახლეობას შტატისგან განსხვავებით ტრამპის წინაღმდეგ აქვს მიცემული ხმა. რესტორანი ვერ შეძლებდა ფუნქციონირებას, მხოლოდ ლიბერალ მოქალაქეებს თუ მოემსახურებოდა და სხვაგვარი პოლიტიკური შეხედულებების მაცხოვრებლებს უარით გაისტუმრებდა, მაგრამ ტრამპის თანამშრომელთან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონეს ეჭვი არ შეპარვია, რომ რესტორნიდან სანდერსის გაძევება მისი მოქალაქეობრივი ვალი იყო.

"მე არ ვარ კონფრონტაციის მომხრე", - ციტირებს უილკინსის სიტყვებს "ვაშინგტონ პოსტი". - "მე ბიზნესი მაქვს და მსურს, რომ ის ყვაოდეს", მაგრამ ვგრძნობ, დადგა ისეთი მომენტი, როდესაც ასეთი მოქმედების არ უნდა მოგვერიდოს.

რესტორნის მფლობელის სიტყვებით, მან თეთრი სახლის პრესმდივანი მაქსიმალურად თავაზიანად და დელიკატურად გააძევა - გაიყვანა ის ეზოში და პირისპირ, თვალებში ყურებით გაესაუბრა. "მე ვუთხარი, რომ რესტორანს აქვს გარკვეული სტანდარტები - პატიოსნება, თანაგრძნობა და ურთიერთდახმარება. მე ვთხოვე მას წასულიყო".

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ 

მაიკ პომპეო: სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები უსარგებლოა

მაიკ პომპეო: სირიასა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები უსარგებლოა

10 წუთის წინ

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც აშშ-სა და რუსეთს ეროვნული ინტერესების მოქმედება შეუძლიათ, ისინი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთად მუშაობენ. "ისინი [რუსები] უკრაინასა და სირიაში...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172