თურქეთში ათი უცხოელი არჩევნებში ჩარევაშია ეჭვმიტანილი

თურქეთში ათი უცხოელი არჩევნებში ჩარევაშია ეჭვმიტანილი

თურქეთში ათი უცხოელი ოთხ პროვინციაში არჩევნებში ჩარევაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება,-ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთის სამი მოქალაქე, სამი გერმანელი და ოთხი იტალიელი სხვადასხვა უბნებზე დამკვირვებლებად გამოჩნდნენ, თუმცა მათ აკრედიტაცია არ გააჩნდათ და ეუთო-ს დამკვირვებლები არ იყვნენ.
საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან მუჰარემ ინჟე და კარგი პარტიის ლიდერი მერალ აკშენერი.

თურქეთში დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 17:00 საათამდე ვადამდელი
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
შარშან ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ერთდროულად მთავრობის ხელმძღვანელი გახდება.
თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა არჩევნებს "დემოკრატიის დღესასწაული" უწოდა.

"24 ივნისის არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია. ამომრჩეველი მასობრივად მიდის საარჩევნო უბანთან და თურქეთის მასშტაბით ხმის მიცემას განაგრძობს", - წერს ის მიკრობლოგ Twitter- ზე.

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

2 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080