ავსტრიული მედია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღს ასახელებს

ავსტრიული მედია დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თარიღს ასახელებს

ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ვენაში შეხვედრის თარიღს ასახელებს. გამოცემის ცნობით, სამიტი 15 ივლისს გაიმართება და მზადება უკვე დაწყებულია.

Kronen Zeitung-ი ასევე წერს, რომ ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან დიპლომატები ავსტრიის დედაქალაქში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩავიდნენ. ისინი მომავალი შეხვედრის დეტალებზე მუშაობენ. წყაროს ცნობით, ვენაში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკვე გაგზავნილია რუსული და ამერიკელი დაზვერვის თანამშრომლები.
კრემლი ავსტრიულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. "ჯერჯერობით ინფორმაციის მიწოდებისთვის მზად არ ვართ ",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. 

Bangkok Post: ტაილანდის დედაქალაქში მტრედების გამოკვება აკრძალეს

Bangkok Post: ტაილანდის დედაქალაქში მტრედების გამოკვება აკრძალეს

1 საათის წინ

ქალაქის ხელისუფლებამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფრინველების გამოკვების თაობაზე წესების გამკაცრება ჰიგიენის თვალსაზრისით ვითარების გართულების გამო მიიღო. ასევე, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ტაილანდის დედაქალაქში მტრედების...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172