თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დღეს ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დღეს ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა,-ინფორმაციას საგენტო Anadolu ავრცელებს.

"ეს ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. თურქეთი ამჟამად განვითარების რთულ პერიოდს გადის, ვინაიდან ქვეყანაში სახელმწიფო ადმინისტრაციის ფორმა იცვლება. ღმერთის ნებით, დღევანდელი კენჭისყრა პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ", - განაცხადა მინისტრმა.
თურქეთში დღეს, ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 17:00 საათამდე ვადამდელი
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
შარშან ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, არჩეული პრეზიდენტი ერთდროულად მთავრობის ხელმძღვანელი გახდება.
შაბათს, ნაციონალური ტელევიზიის ეთერში წინასაარჩევნო გამოსვლის დროს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საკუთარ თავს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი უწოდა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში თურქეთმა რუსეთთან სირიის საკითხზე ურთიერთობის დამყარება შეძლო.

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

ბრიტანელი მილიონერის 15 წლის ქალიშვილი აეროპორტში ნაყიდი სენდვიჩისგან გარდაიცვალა

24 წუთის წინ

ექიმების აზრით, ორგანიზმის რეაქცია ქუნჯუთის (ბალახოვანი მცენარე, რომლის თესლისგანაც ზეთს იღებენ - აიპრესი) თესლმა გამოიწვია, რომელიც სენდვიჩის პურის დაბრაწვისას მის ზედაპირზე კი არ იყო მოყრილი, არამედ პურის შიგნით და მისი შემჩნევა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172