დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დიდებული შუამავალი უწოდა

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს დიდებული შუამავალი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს დიდებული შუამავალი უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ფხენიანი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

„ჩვენ ერთად კარგი ქიმია გვაქვს. ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ის ჭკვიანი, დიდებული შუამავალია, "- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ ფხენიანი აბსოლუტურ ბირთვულ განიარაღებას მიაღწევს.
12 ივნისს, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.
ამასთან, მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას. გარდა ამისა, მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა უმოკლეს ვადებში ბირთვულ გაიარაღებას განახორციელებს. 

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

3 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080