აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ''რუსეთის საქმეზე'' კონგრესს ახალი დოკუმენტები წარუდგინა

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ''რუსეთის საქმეზე'' კონგრესს ახალი დოკუმენტები წარუდგინა

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა კონგრესში რესპუბლიკელებს "რუსეთის საქმის" გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი საიდუმლო ინფორმაცია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) ავრცელებს. 

დოკუმენტების გადაცემა მას შემდეგ მოხდა, რაც კანონმდებლებმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაადანაშაულეს, რომ ისინი საქმის მასალებს უგულებელყოფენ და მათ დროულად არ გზავნიან.

შაბათს, 23 ივნისს, დაზვერვისა და სასამართლო კომიტეტის პალატის სპიკერმა პოლ რაიან ეშლი სტრონგმა განაცხადა, რომ მათ კანონმდებლების მოთხოვნა ნაწილობრივ შეასრულეს. მისი თქმით, მათ კონგრესში ათასზე მეტი ახალი დოკუმენტი წარადგინეს. როგორც სპიკერმა დასძინა, დოკუმენტების უმრავლესობა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას ეხება, ასევე აშშ-ს ხელისუფლების გამოძიებას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

„ჩვენი ძალისხმევით, კომიტეტებმა საბოლოოდ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მოითხოვდნენ, მაგრამ პასუხი მაინც საჭიროა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს ", - აღნიშნა სტრონგმა. 

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

35 წუთის წინ

შემთხვევა სან-მარტი დე- ბარსელონას რაიონში მოხდა. პოლიცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ავტომაქანაში მათ იარაღით დაჭრილი ორი ადამიანი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080