სააკაშვილი: საქართველოში საბანკო სისტემა დღეს შუასაუკუნეობრივი მევახშეობის სისტემაა

სააკაშვილი: საქართველოში საბანკო სისტემა დღეს შუასაუკუნეობრივი მევახშეობის სისტემაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი მერი მიხეილ სააკაშვილი ახალი სისტემების შექმნის ინიციატივით გამოდის, რაც პოლიტიკური, თუ საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას სოციალური ქსელების, თუ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გულისხმობს. მისი თქმით, ეს იქნება "პირდაპირი სახალხო დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით".

ამასთან, იგი აცხადებს, რომ თანამედროვე რეალობის ფონზე, საბანკო სისტემა კვდება, ხოლო საქართველოში ეს სისტემა ეკონომიკის დამანგრეველ ძალას წარმოადგენს.

"თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, უარი ვთქვათ საბანკო სისტემაზე. საბანკო სისტემა დღეს შუასაუკუნეობრივი მევახშეობის სისტემაა საქართველოში, რომელიც მართლა კლავს ქართულ ეკონომიკას და სისხლს წოვს 10 ქართული ოჯახიდან 7-ს. ბანკები, როგორც ინსტიტუტი, ქრება", - აცხადებს სააკაშვილი.

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

4 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080