მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა და ბელგია მერვედფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა და ბელგია მერვედფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ფავორიტი ბელგიის ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა 5:2. ეს მიმდინარე გათამაშების ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გამოდგა. აქამდე ყველაზე მეტი გოლი ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩში იყო გასული (6) ის მატჩი 3:3 დასრულდა.

ამ გამარჯვებით, ბელგია გატანილი გოლების მიხედვით ყველაზე შედეგიან რუსეთის ნაკრებს გაუთანაბრდა. ბოლო ტურში ბელგია ინგლისს ხვდება და პირველი ადგილის დასაკავებლად სავარაუდოდ ფრეც ეყოფა, ან ინგლისმა ხვალ თავის შეხვედრაში 6 ბურთიანი სხვაობით უნდა იმარჯვოს. 

ბელგიიდან თავი ედენ აზარმა და რომელუს ლუკაკუმ დუბლით გამოიჩინეს. ერთი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა ბაჩუაიამ გაიტანა, ამ უკანასკნელმა გოლის გატანა მეხუთე ცდაზე მოახერხა. მეორე ტაიმში გამოსულ ფეხბურთელს პოკერის შესრულებაც კი შეეძლო. მთლიანობაში გუნდებმა ძალიან შემტევი და სანახაობრივი მატჩი აჩვენეს, რითაც მაყურებელი მიმდინარე გათამაშებისგან განებივრებული არ არის. 

აზარიმ ანგარიში 6 წუთზე 11 მეტრიანი დარტყმით შეძლო, ლუკაკუმ 16 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა 2 წუთში ტუნისმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა.საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დილან ბრონის გოლი მოჰყვა და თამაშში ინტრიგა დაბრუნდა. პირველი 20 წუთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა. შემდეგ გუნდები ცოტა მოეშვნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუკაკუმ დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი 2 ბურთიანი უპირატესობით წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმის დებიუტში ტუნისი სახიფათო მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღო. აზარის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა. ამის შემდეგ ბელგიის მწვრთნელმა მოედნიდან გუნდის ლიდერები ლუკაკუ და აზარი გაიყვანა. თამაშში ჩართულ ბაჩუაის რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ არ უმართლებდა. საბოლოოდ მან მაინც გაიტანა და 90-ე წუთზე ბელგია 4 ბურთიანი უპირატესობით იგებდა. მატჩის მიერ კომპენსირებულ დროში ხაზრიმ ანგარიში შეამცირა და საბოლოო ანგარიში 5:2 დაფიქსირდა. 

ჯგუფის მეორე შეხვედრა ინგლისსა და პანამას შორის ხვალ გაიმართება.

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

15 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172