კატალონია ესპანეთის სამეფო კართან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს

კატალონია ესპანეთის სამეფო კართან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს

კატალონიის ხელისუფლების მეთაურმა კიმ ტორამ განაცხადა, რომ ესპანეთის სამეფოსთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება ღონისძიებებს, რომლებიც სამეფო კარის მიერ იქნება ორგანიზებული. კატალონიის ხელისუფლება კი თავის მხრივ, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ესპანეთის სამეფოს კარის წარმომადგენლებს არ მიიწვევს.

თუმცა ტორამ აგრეთვე განაცხადა, რომ იგი ტარაგონში ხმელთაშუაზღვის თამაშებზე იმყოფება, რასაც მეფე ფილიპე VI-ც ესწრება. ხმელთაშუაზღვის თამაშები ეს არის შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ მდებარე ქვეყნების სპორტსმენები იღებენ. კატალონიის მეთაურმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ესპანეთის მეფეს პირადად გადასცემს ანგარიშს, რომელიც კატალონიის ომბუდსმენის მიერაა მომზადებული.

ტორას განცხადებით, ესპანეთის სამეფო კართან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ლოდინის შემდეგ იქნა მიღებული. მისი თქმით, კატალონია ესპანეთის მეფისგან, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მიმდინარეობისას განხორციელებული ძალადობების გამო ბოდიშის მოხდას ელოდა.

"მას მხარდაჭერისა და დამშვიდების მიზნით ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს", - აცხადებს ტორა.

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

პაკისტანში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსი

4 წუთის წინ

პოლიციელის განცხადებით, ინციდენტი პოლიტიკური აქციის დროს მოხდა. ცნობილია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც პაკისტანის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ეკუთვნოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაშავებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080