Bloomberg-მა, გამოქვეყნებულ რუკაზე, ყირიმი უკრაინის ტერიტორიად არ მიიჩნია

Bloomberg-მა, გამოქვეყნებულ რუკაზე, ყირიმი უკრაინის ტერიტორიად არ მიიჩნია

ამერიკულმა სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ყირიმი უკრაინის ნაწილი არ არის. უკრაინის საელჩომ აშშ-ში ჟურნალისტები "რუსულ პროპაგანდაში" დაადანაშაულა.

უკრაინის საელჩომ აშშ-ში, მიკრობლოგ Twitter-ზე, Bloomberg-ის სააგენტოს მიმართა მოთხოვნით, რომ რუკაზე ყირიმის ნახევარკუნძულის ფერი შეეცვალა ყვითლად - იმ ფრად, რომლითაც უკრაინაა წარმოდგენილი. ასევე მოუწოდეს ამერიკელ ჟურნალისტებს "არ ეთამაშათ რუსეთის აგრესიული თამაშები".

სააგენტოს ინფოგრაფიკა ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნების არჩევნებს ეხება. რუკაზე წარმოდგენილია უკრაინა (ყვითელი ფერი), რუსეთი (მუქი ნაცრისფერი), ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული ღია ნაცრისფერია. ამით ჟურნალისტებმა აღნიშნული ტერიტორია არცერთ ქვეყანას (უკრაინა, რუსეთი) არ მიაკუთვნეს.

ამასთან დაკავშირებით უკრაინელმა დიპლომატებმა Bloomberg-ს რუკის შეცვლა მოსთხოვეს.

"ჟურნალისტიკა კორექტული უნდა იყოს. Bloomberg, ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსეთის აგრესიულ თამაშებსა და პროპაგანდაში! ყირიმი რუსეთის დროებით ოკუპაციაში იმყოფება, თუმცა ის არის და იქნება უკრაინის ტერიტორიის ნაწილი", - აღნიშნულია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

სტივენ სიგალი: მსურს, პრიმორიეს მხარის გუბერნატორი გავხდე

სტივენ სიგალი: მსურს, პრიმორიეს მხარის გუბერნატორი გავხდე

14 წუთის წინ

კითხვაზე, სურს თუ არა მას რეგიონის გუბერნატორი გახდეს, სიგალმა უპასუხა, რომ ამას "სიამოვნებით" გააკეთებს. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს წარმოადგენს. მსახიობის განმარტებით, მამამისის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273