სინოდი: უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა

სინოდი: უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ს2018 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. 

"საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისისთ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა.

გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ოქმში.

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება გრძელდება

49 წუთის წინ

პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 2 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273