1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ. მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება. ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან 2 დღის წინ გააკეთა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალინ მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც გამოვძებნეთ ახლა, ვაპირებთ შემდეგი თვიდან ხელფასები გავზარდოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

სუბარი: ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა ნიშნავს მეტ ევროპას საქართველოში

10 საათის წინ

„ქალბატონი სალომე არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა, რადგან დამოუკიდებელი პიროვნებაა და...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172