რა მოხდა 5 აპრილს ტყიბულის შახტში? - უკრაინელი ექსპერტების დასკვნა ტყიბულის ტრაგედიაზე

რა მოხდა 5 აპრილს ტყიბულის შახტში? - უკრაინელი ექსპერტების დასკვნა ტყიბულის ტრაგედიაზე

"დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში", - ამის შესახებ უკრაინელი ექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მომზადდა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევარებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არ არსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით.

დასკვნას გაერთიანებული პროფკავშირები ავრცელებენ. უკრაინელმა ექსპერტებმა 21 გვერდიანი დასკვნა სწორედ მათი მოწვევით მოამზადეს. 

კვლევაში აღნიშნულია:

"მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები, შესრულდა სამთო გამონამუშევრებისა და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის შესწავლა. 

მოკვლევის შედეგად მომზადდა 21 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე - თუ რა გახდა შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევარებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში გარკვეული დოკუმენტების არ არსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან, კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით.

ამას გარდა ობიექტური მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტებისთვის მნიშვნელოვანია გამოძიების მასალები, მათ შორის: თვითმხილველების ჩვენებები და სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რათა ზუსტად დადგინდეს რა სახეობის დაზიანებები აქვთ მიღებული, როგორც გარდაცვლილებს ისე დაშავებულებს- დამწვრობები, მექანიკური დაზიანებები თუ ორივე ერთად.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში.

აქვე ხაზგასასმელია, რომ კვლევის მიზანი აგრეთვე გახლდათ ტყიბულის შახტებზე არსებული იმ პრობლემების გამოკვეთა, რომლებსაც პირდაპირ თუ ირიბად შეუძლიათ მაპროვოცირებელი ან ხელისშემწყობი გავლენა იქონიოს ავარიული სიტუაციის წარმოშობაზე და ხელისშემშლელი გავლენა მოახდინოს შემთხვევის კვლევის პროცესზე.

კვლევის პროცესის დასრულების მომენტისთვის არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივად რჩება, რადგან ცვლის უფროსის ჩანაწერებთან, ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა საგამოძიებო ორგანოებს აქვთ.

როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე ავარიამდე ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა. გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით - ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას.

მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა რეკომენდაციით ნახშირის მომპოვებელ შახტებზე, გარდა მეთანის და სხვა აირების ეპიზოდური ინდიკაციის ტექნიკური საშუალებებისა, უნდა არსებობდეს აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე უნდა არსებობდეს საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ასევე აუცილებელია, რომ მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს დისპეტჩერისა და ცვლის პერსონალის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩაწერა. მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. ,,მეხსიერების მყარი ყუთების“ დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში.

ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებად, არა ნახშირის მოპოვების შეჩერება და საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და სამუშაოთა წარმოებისთვის აუცილებელი მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა განიხილებოდეს.

ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნეს რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა ნაწილის შესრულებაც კომპანიამ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უკვე დაიწყო - დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა აირების კონცენტრაციის მუდმივ რეჟიმში ინდიკაციის და რეგისტრაციის სტაციონარული სისტემა, ასევე საამფეთქებლო და სხვა სამუშაოების წარმოების პროცესში დასაქმებულთა გადაადგილების დისტანციური კონტროლის მექანიზმი, ექსპერტთა რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს შრომის უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებას და სტანდარტების გაძლიერებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

პროფკავშირები აქვს საკუთარ რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

"პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის ტყიბულის სოციალური ალტერნატიული განვითარების გეგმის შემუშავება და შახტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. აღსანიშნავია, რომ შსო-ს გამოთქვა სრული მზადყოფნა მიიღოს მონაწილეობა ტყიბულის შახტებში ჩაატარონ ექსპერტიზა და დაეხმარონ ქართულ მხარეს რეგიონში სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების გეგმის შემუშავებაში.

პროფკავშირების გაერთიანება ძალაში ტოვებს იმ მოთხოვნებს და ინიციატივებს, რომელიც ტრაგედიიდან მალევე დააყენა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე. კერძოდ საუბარია ნახშირის და მარგანეცის მოპოვებაზე დასაქმებული ადამიანებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე, საპენსიო ასაკის 55 წლამდე დაწევაზე, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაზე და ძალოვანი სტრუქტურების იდენტური საკომპენსაციო სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე საწარმოო შემთხვევების დაზღვევის სისტემის შემოღებაზე", - წერია პროფკავშირების რეკომენდაციებში.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე, უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

43 წუთის წინ

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172