The Times: ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო შეხვედრამ ბრიტანეთში შეშფოთება გამოიწვია

The Times: ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო შეხვედრამ ბრიტანეთში შეშფოთება გამოიწვია

რუსეთსა და აშშ-ს ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ივლისში ევროპის ტერიტორიაზე შეხვედრის შესაძლებლობამ ბრიტანეთში დაძაბულობა და შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times- ი მაღალი დონის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ 11 ივლისს ნატო-ს სამიტისთვის სახელმწიფო მეთაურების სავარაუდო შეხვედრამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, ასევე ლონდონში 13 ივლისს დაგეგმილ ვიზიტზე.

"უცნობია, როდის გაიმართება პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, სამიტის წინ თუ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ეს მას შემდეგ მოხდა", - განაცხადა წყარომ.
კიდევ ერთი წყაროს აზრით, ბრიტანეთის მთავრობას ალიანსის მომავალი აწუხებს. როგორც გამოცემის წყარომ აღნიშნა, სამიტის წინ შეხვედრა - "ძალიან უარყოფითი მოვლენაა", რამაც შესაძლოა "დაბნეულობა და შეშფოთება გამოიწვიოს".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპი თავის რუს კოლეგას შესაძლოა ბრიუსელში ნატო-ს სამიტამდე შეხვდეს, ანუ 13 ივლისს ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ. თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

კურტ ვოლკერი:  აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებს

8 წუთის წინ

"ამ დეკლარაციით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას", - ციტირებს კურტ ვოლკერის სიტყვებს პრესსამსახური. ამერიკელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ეს დეკლარაცია ისეთივე...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273