დავითაშვილი: ჩვენი სამინისტროს გაყოფა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის

დავითაშვილი: ჩვენი სამინისტროს გაყოფა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში მისი სამინისტროს დაყოფა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის მრავალ მიმართულებას აერთიანებს და მეტი შესაძლებლობებს აჩენს.

"შეიძლება მსჯელობა იყოს და გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ. ისე როგორც არასდროს გარემოს დაცვის მიმართულება გაერთიანებული სამინისტროს შემთხვევაში გაძლიერებულია. გარემოს დაცვის ყველა მიმართულებას მეტი, უფრო კომპეტენტური და უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე სტრუქტურა გააჩნია. პირდაპირ ჩვენი განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებს უკავშირდება. ის რომ ჩვენ გავყოთ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172