ქუთაისის მერმა 100 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

ქუთაისის მერმა 100 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 100 წლის ქალბატონს, თამარ კეზევაძეს დაბადების დღე მიულოცა. იუბილარს ქალაქის მერი ოჯახში ესტუმრა, რომელიც საფიჩხიის უბანში, განათლების ქუჩაზე ცხოვრობს. მხცოვან ქალბატონს საჩუქრის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასი ლარი გადაეცემა.

„ძალიან სასიამოვნო მომენტია როდესაც უფროსი თაობის თანაქალაქელს დაბადების დღეს ვულოცავთ, მით უფრო როცა ის ასი წლის ხდება. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ასი წლის ადამიანებს ფულადი ტანხითაც ვასაჩუქრებთ“ განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ბეშუმში შუამთობა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება

ბეშუმში შუამთობა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას გაიმართება

32 წუთის წინ

დღესასწაული საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, სადაც სტუმარს საშუალება ექნება ნახოს: სახალხო რეწვის ნიმუშების გამოფენა, გაეცნობით ადგილობრივ სამზარეულოს, გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მოწვეული მომღერლების მიერ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080