ოთხშაბათს პარლამენტი ბახტაძის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

ოთხშაბათს პარლამენტი ბახტაძის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს

ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ბატონმა მამუკამ [ბახტაძე] გააკეთა კომენტარი თუ როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება და გამომდინარე იქიდან, როგორც მან განაცხადა იგეგმება გარკვეული სამინისტროების გაერთიანება და სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება. ამ ცვლილებების განხორციელებას სჭრდება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება, ამის გაკეთება ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია. მთავრობის ფორმიერებას აქვს თავის ვადები და კონსტიტუციის მიხედვით ამ კვირაშივე უნდა მოხდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და შემდეგ კი პარლამენტმა მას ნდობა უნდა გამოუცხადოს. 

გამომდინარე იქიდან , რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა და შემდეგ უკვე ახალი კანონმდებლობის მიხედვით ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება-მოხდება ამჟამად მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება, ეს იქნება იგივე შემადგენლობა, იმ განსხვავებით, რომ ის სამინისტრო წარმოდგენილი იქნება ფორმალურად მინისტრის მოადგილეების სახით. პროცედურულად ხვალვე დავიწყებთ ამ პროცედურებს. ხვალ დილას 11 საათიდან საკონიმტეტო განხილვები დაიწყება. ჩატარდება გაერთიანებული კომიტეტის სხდომები და ჩვენ მოვუსმენთ მთავრობის შეამადგენლობის წარმომადგენლებს და ხვალვე იქნება პოლიტიკური ნაწილი, კერძოდ იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს ვისაც ექნებათ სურვილი შეხვდნენ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, ხვალვე შეუძლიათ ეს გააკეთონ, სავარაუდო დღის მეორე ნახევარში. ოთხშაათს, პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელებ მთავრობისთვის ნდონის გამოცხადებაზე“, - განაცხადა კახიანამა.

მიქანაძე: ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მომავალი პოლიტიკოსების აღზრდა უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს

მიქანაძე: ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მომავალი პოლიტიკოსების აღზრდა უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს

36 წუთის წინ

პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა. გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პროგრამის...

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273