პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული: მოკვლა არ მინდოდა, ასე გამოვიდა, ვუსამძიმრებ ოჯახს

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული: მოკვლა არ მინდოდა, ასე გამოვიდა, ვუსამძიმრებ ოჯახს

"მისი მოკვლა არ მინდოდა, უფრო შეშინების მიზნით გამოვიდა, დაჭრა მინდოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ასე გამოვიდ", - ასე მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სგიორგი გრატიაშვილს, 27 წლის ბესიკ ტაკიძემ, რომელსაც ბრალი ედება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსი განზრახ მკვლელობაში.

"არც მქონდა იმის შესაძლებლობა რომ ბრალი წამეკითხა. ვითხოვე საპირფარეშოში გაყვანა და არ გამიყვანეს. როცა შეწუხდნენ სუნით ამის შემდეგ ამიყვანეს, ვითხოვდი წყალს და მეუბნებოდნენ კიდევ რა გინდაო.

მინდა ვთქვა რომ რაც ჩამიწერეს იმას არ ვეთანხმები, ვიყავი ნასვამი მეგობრებთან ერთად. მივდიოდი სახლის მიმართულებით, რიცა გამოვედი მუხაესტატეს ცენტრში გამოვიდნენ პოლიციელები, ხე მიჰქონდათ. მოვიდა მურად ანთაძე და მითხა გაეთრიეო, ხელხს უშლი ხალხსო, შემაფურთხა, არ მახსოვს არაფერი ავიღე დანა და გავიშურე მისი მიმართულებით, მაგრამ მისი მოკვლა არ მინდოდა, უფრო შეშინების მიზნით გამოვიდა, დაჭრა მინდოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ასე გამოვიდ", - განაცხადა ბრალდებულმა  ბესიკ ტაკიძემ სასამართლოში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ ტაკიძეს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოპატიმროვა ემუქრება.

ცნობისთვის, 2018 წლის 15 ივნისს ქობულეთში პოლიციელი მოკლეს

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

20 საათის წინ

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172