გრიგოლია მელიას: როდის იყავით მართალი, როცა პარლამენტში კვირიკაშვილს მიმართეთ თუ ახლა?

გრიგოლია მელიას: როდის იყავით მართალი, როცა პარლამენტში კვირიკაშვილს მიმართეთ თუ ახლა?

"მე მინდა ვირწმუნო თქვენი თითოეული სიტყვა და ამიტომ მითხარით, როდის იყავით მართალი და თანმიმდევრული, როცა კვირიკაშვილს ეუბნებოდით, რომ თქვენი შემცვლელი მოძებნა ივანიშვილმა და ეს გახარიააო თუ ახლა, როცა ამბობთ, რომ არ აპირებდნენ მის გაშვებას, რომ არა ეს აქციები?" - ასეთი კითხვით მიმართა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას.

რაზეც მელიას პასუხი ასეთია: 

"გპასუხობთ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ კვირიკაშვილი უნდა ჩაენაცვლებინა ბატონი გახარიათი, მაგრამ გახარიათი ვეღარ გაბედა, გამომდინარე იქიდან, რომ უდიდეს შარში, დანაშაულში აქვს ხელები ნაფათურები, ბატონ ზაზა სარალიძის შვილის საქმეს ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე ივანიშვილის გადმოსახედიდან ისე მიდიოდა პროცესები, რომ ამის საჭიროებას ჯერ ვერ ხედავდა, მაგრამ რამდენიმე დიდი სკანდალის ფონზე პროცესების ასე განვითარების გამო ავანსცენაზე გამოიყვანა არა გახარია, არამედ ბატონი ბახტაძე, რომელიც არის უარესსა და ცუდს შორის მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

17 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224