გურამ კაშია "სან ხოსეში" ითამაშებს

გურამ კაშია "სან ხოსეში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანი, გურამ კაშია ჰოლანდიურ "ვიტესს" დღეს დაემშვიდობა და კარიერას ამერიკის MLS-ში გააგრძელებს.

ფეხბურთელმა "სან ხოსესთან" 2.5 +1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამიერიდან ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში ითამაშებს.

"ვიტესის" გულშემატკივარს კაშია სოციალური ქსელიდან დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც 8 წლის განმავლობაში მათგან გრძნობდა.

გურამ კაშიამ "ვიტესის" მაისურით რვა წელი ითამაშა და გუნდის რეკორდსმენი გახდა, რომელსაც ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კაშიას კაპიტნობით, "ვიტესმა" არსებობის განმავლობაში პირველად, გასულ სეზონში ქვეყნის თასი მოიგო.

ამერიკულ გუნდში, კაშიამდე ეროვნული ნაკრების შემტევი, ვაკო ყაზაიშვილი გადავიდა.

მადრიდის "ატლეტიკო" უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

მადრიდის "ატლეტიკო" უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

4 საათის წინ

შეხვედრის პირველივე წუთზე დიეგო კოშტამ "ატლეტიკო" დააწინაურა. 27-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაქვითა ანგარიში, მეორე ტაიმის მე-18 წუთზე კი სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით "რეალი" დააწიანაურა. მეორე ტაიმის დასრულებამდე 11 წუთით...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224