თამარ ხულორდავა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა

თამარ ხულორდავა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, პირველ მოადგილესთან, ირინა ფრუიძესთან ერთად, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საერთო მიზნები და გამოწვევები აკავშირებთ, რაც კიდევ უფრო ზრდის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან დანიელსონს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები გააცნო. თამარ ხულორდავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ქმედითი ზედამხედველობაა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა მჭიდრო და წარმატებულია, რაც, მისივე შეფასებით, ევროკავშირთან საქართველოს ფუნქციურ ინტეგრაციას გულისხმობს. ის მიესალმა საქართველოს გეგმას, შეიმუშაოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეტ თავსებადობას უზრუნველყოფს.


ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელრბს საქართველოს მხარდაჭერას ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში. მისივე თქმით, გაგრძელდება თანამშრომლობა გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, საჯარო მმართველობის, სასამართლო რეფორმის, ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით.

შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“, ფარგლებში გაიმართა.​

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

26 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228