ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 18 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარაში, ციტრუსის სეზონის წინ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ეტაპი იწყება

აჭარაში, ციტრუსის სეზონის წინ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მორიგი ეტაპი იწყება

36 წუთის წინ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით თერმული ღრუბლითა და ცივი შესხურებით ფაროსანასთან ბრძოლამ მისი გავრცელების რისკი 50%-ით შეამცირა. ეხლა მთავარი გამოწვევა ცირტრუსის სეზონზე მწერისგან ნაყოფის გადარჩენაა. საპროგნოზო მონაცემებით...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172