ბათუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

ბათუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი "თანა"-ს ბენეფიციართა კონცერტი სახელწოდებით - "საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი". კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყო. ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა

ღონისძიებას რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

5 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167