BFM TV: საფრანეთში ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

BFM TV: საფრანეთში ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 20 და 21წლის ასაკის პირები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFM TV წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეჭვმიტანილი საფრანგეთის პარიზის ილ-დე-ფრანსის რეგიონში, სენასა და მარნას დეპარტამენტში დააკავეს.
მათ დანები და ექსტრემისტული ლიტერატურა აღმოჩნდათ. დაკავების შემდეგ ჩატარებული ხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

ტელეარხის წყაროები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები ტერორისტული ჯგუფის "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები არიან.

ივნისში, პარიზის სასამართლომ წარმოშობით ჩეჩენი, 39 წლის მამაკაცი ტერორიზმში დაადანაშაულა. გამოცემა Le Figaro-ს წყაროების თანახმად, ის სირიაში გაემგზავრა და 2013 წლის ბოლოდან 2014 წლის დასაწყისამდე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მხარეს იბრძოდა.

ვენესუელის ლიდერი სამ ქვეყანას მასზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

ვენესუელის ლიდერი სამ ქვეყანას მასზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებს

18 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელას "დამაჯერებელი მტკიცებულებები" აქვს ჩილეს, კოლუმბიისა და მექსიკის მონაწილეობის შესახებ, რომ ისინი სავარაუდოდ ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს. თუმცა, ნიკოლას მადუროს თავდასხმის შესახებ...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228