ფოთში საზღვაო-სამაშველო სამსახური მუშაობას ხვალიდან დაიწყებს

ფოთში საზღვაო-სამაშველო სამსახური მუშაობას ხვალიდან დაიწყებს

ფოთში, საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან განაახლებს. დღეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა მაშველებს, პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 20 კაციანი ჯგუფი, მალთაყვის, კუნძულისა და ნაბადის სანაპირო ზოლზე გადანაწილდება და აღნიშნულ ტერიტორიას აგვისტოს ბოლომდე გააკონტროლებს.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და ფოთის მუნიციპალიტეტი, ტურიზმის განვითარების ცენტრთან ერთად, ზღვის სანაპირო ზოლზე უზრუნველყოფს ტურისტების უსაფრთხოებას. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა სამაშველო სამსახურს ორი სკუტერი და ერთი ძრავიანი ნავი გადასცა.ოფიციალურად მუშაობას ხვალიდან შევუდგებით. მალთაყვის, ნაბადისა და კუნძულის სანაპირო 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება“_ განაცხადა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რომან ცხვიტარიამ.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

5 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167