ხუხაშვილი ბახტაძეზე: მასში რეფორმატორული პოტენციალი არის, დანარჩენს მოქმედებებში ვნახავთ

ხუხაშვილი ბახტაძეზე: მასში რეფორმატორული პოტენციალი არის, დანარჩენს მოქმედებებში ვნახავთ

"მასში რეფორმატორული პოტენციალი არის. რამდენად წარმატებული იქნება, ამაზე საუბარი ძნელია. მას ამის შანსი აქვს და მას ეს შანსი ნამდვილად არ უნდა წავართვათ. დანარჩენს მოქმედებებში ვნახავთ, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენას. 

როგორც ხუხაშვილმა "აიპრესს" უთხრა, წინასწარ არც ზედმეტი სკეპტიზიცმია კარგი და არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი.

"ბახტაძის კანდიდატურას პოზიტიურად ვაფასებ. ფინანსთა მინისტრად მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე. მას ჰქონდა საინტერესო ინიციატივები. როგორც საგადასახადო მიმართულებით, ისე ეკონომიკური ხედვების მხრივ. საბანკო სექტორში არსებული პრობლემები. საკმაოდ სწორად ხედავს ამას. პრინციპში საგნობრივად. ამით მან რეფორმატორის პოტენციალი გამოავლინა. აქედან გამომდინარე მე პოზიტიურად ვაფასებ მის დანიშვნას, თუმცა ეს არის პროცესის დასაწყისი. ჩვენ უნდა ვნახოთ მინისტრთა როგორ კაბინეტს შემოგვთავაზებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოგეხსენებათ ეს არის სოლიდარული პასუხისმგებლობის ჰორიზონტალური სისტემა. ერთი გუნდი ვიხილოთ. არა პოლიტიკური მოთამაშეები, არამედ გუნდი, რომელიც სახელმწიფოებრივ საკითხებს გადაწყვეტს", - განაცხადა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება სისტემურ პრობლემებს, ამ მიმართულებით თუ აქვს მას პოტენციალი რომ რეფორმები ამ მიმართულებითაც გაატაროს? - პასუხობს:

"მასში რეფორმატორული პოტენციალი არის. რამდენად წარმატებული იქნება, ამაზე საუბარი ძნელია. მას ამის შანსი აქვს და მას ეს შანსი ნამდვილად არ უნდა წავართვათ. დანარჩენს მოქმედებებში ვნახავთ. წინასწარ არც ზედმეტი სკეპტიციზმი ვარგა და არც გადაჭარბებული ოპტიმიზმი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167