კობახიძე: არ მაქვს ინფორმაცია იყო თუ არა მამუკა ბახტაძე "ნაცმოძრაობის" შემომწირველი

კობახიძე: არ მაქვს ინფორმაცია იყო თუ არა მამუკა ბახტაძე "ნაცმოძრაობის" შემომწირველი

სანამ საპარლამენტო უმრავლესობა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძეს წარადგენდა, სოციალური ქსელით და მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძემ 2012 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" 20 ათასი ლარი შესწირა.

სწორედ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ეს ფაქტი ბახტაძის მიმართ ნდობის ჩამომშლელი. 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს, ბატონი მამუკა ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. ჩვენთის მთავარია, რომ ვიცით მამუკა ბახტაძის პრინციპები, ღირებულებები, ვიცით მისი გუნდურობის შესახებ და ამ პრინციპებით იმოქმედებს მამუკა ბახტაძე, ამაში დარწმუნებულები ვართ. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გადაწყვეტილება პრემიერად დასახელებაზე. 

ბატონი მამუკა რამდენიმე თვე ფინანსთა მინისტრი იყო, თუმცა მან შეძლო ამ მცირე დროში რამდენიმე ინიციატივის წარდგენა, რომელმაც შეძლო სერიოზული პოზიტიური ძვრები ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში. მან აქვს ასეთი გამოცდილება და შესაბამისად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როდესაც ის წარსდგება პარლამენტის წინაშე წარმოადგენს ახალ ინციატივეს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარება", - განაცხადა კობახიძემ. 

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

12 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228