კობახიძე:  ბახტაძე გამორჩეულია განათლებით, მას მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება გააჩნია

კობახიძე: ბახტაძე გამორჩეულია განათლებით, მას მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება გააჩნია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ის ძალიან ღირსეული კანდიდატია. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ ბახტაძე წარმატებით უზრუნველყოფს  ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.

"საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ჩვენ პრემიერმინისტრის პოსტზე ძალიან ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ, გადაწყვეტილება კონკრეული კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ. ბატონი ბახტაძე არის გამორჩეული, როგორც თავისი განათლებით, ასევე მრავალმხრივი გამოცდილებით, მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება, ის ძალიან სერიოზული ექსპერტია, განსაკუთრებით, ეკონომიკის მიმართულებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმისა, რომ მართოს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას",-განაცხადა კობახიძემ.    

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167