მამუკა ბახტაძე: დარმწუნებული ვარ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა

მამუკა ბახტაძე: დარმწუნებული ვარ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა

პარტია "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.

მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი ხედვები წარმოადგინა.

"ეს არის მართლაც დიდი პატივი, მაგამ ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე: პირველი, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრუფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით "ქართულ ოცნებას" აქვს დიდი წარმატება და ამ წარმატებას სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.

მეორე, ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის.

ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.

მესამე, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქმნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები.

ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეეს ინსტიტუციური და საზოგაოდებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.

მეოთხე, რომელიც მინდა პირდაპირ გითხრათ არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა.

სწორედ, მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია თავის შესაძლებლობებში დარმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი მტკიცებით, ადამიანის არის და იქნება "ქართული ოცნების" მთავარი ფასეულობა და მმართველი გუნდის თითოეული ინიციატივა მასზე იქნება ორიენტირებული.

"საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ადამიანი იყო, არის, იქნება პარტია "ქართული ოცნების" მთავარი ფასეულობა.

შესაბამისად, თითოეული ინიციატივა, თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხადრაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო და საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა საშუალება რეალზიაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში. მაგრამ ამისთვის ბუნებრივია საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, მაღალი კომპენტენციის ხარისხი, რაც მთავარია, ყველას ძალის და იდეის კონსოლიდაცია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

ცქიტიშვილი: გამოვრიცხავ ბიზნესზე ზეწოლას, ე.წ. შავი სალაროს არსებობას

43 წუთის წინ

"რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228