ბერძენიშვილი ბახტაძეზე: ივანიშვილს უყვარს მედროვე ხალხი

ბერძენიშვილი ბახტაძეზე: ივანიშვილს უყვარს მედროვე ხალხი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვინ შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა მისი თქმით ივანიშვილის წრეში დაწინაურდა მამუკა ბახტაძე (ფინანსთა მინისტრი).

როგორც ბერძენიშვილმა „აიპრესს“ უთხრა, ბახტაძე ერთი ჩვეულებრივი მედროვე კაცია, რომელმაც 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი შესწირა, თუმცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უყვარს მედროვე ხალხი.

„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ვინ შეიძლება გახდეს პრემიერი. ვისზეც ლაპარაკობენ ალბათ ის გახდება. ივანიშვილის წრეში აგერ დაწინაურდა ბახტაძე, რომელსაც 2012 წლის აგვისტოში „ნაცმოძრაობისთვის“ 20 000 ლარი შეუწირავს. როგორ შეიძლებოდა ეს კაცი ფინანსთა მინისტრად დაენიშნათ?! ელემენტარულად კაცმა თვლა არ იცის. მანამდე რჩეულიშვილთან მუშაობდა და „ცენტრ პოინტის“ საქმის პასუხისმგებელია.

ერთი ჩვეულებრივი მედროვე კაცია ღრმა ახალგაზრდობიდან. ფინანსთა მინისტრი რომაა ეს ცუდია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სტილია ივანიშვილისთვის, მას უყვარს მედროვე ხალხი, რადგან მედროვეები არ არიან ინდივიდები, მედროვე როგორც თავისუფალი არ არსებობს. ბახტაძე იქნება თუ გახარია, მოსკოვში ნასწავლი ხალხი ძალიან შემოგვაჩვია ივანიშვილმა „მასკვარეჩკა“ დალეული საეჭვო რეპუტაციის ადამიანები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

18 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224