"პარტიაში ივანიშვილს უთხრან, თუ ბიჭია გახდეს პრემიერი და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს!"

"პარტიაში ივანიშვილს უთხრან, თუ ბიჭია გახდეს პრემიერი და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს!"

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებაში“ ვინმე რამეს რომ უბედავდეს უნდა უთხრან, რომ თუ ბიჭია პრემიერი თავად გახდეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.

როგორც ბერძენიშვილმა „აიპრესს“ უთხრა, მას ამას ვერავინ გაუბედავს და პრემიერი თავად არ გახდება, რადგან ის ქვეშოვრდომებით ჟონგლიორობს.

„ბიძინა ივანიშვილს მის პარტიაში დარჩენილებიდან ვინმე რომ რამეს უბედავდეს, უნდა უთხრან რომ ის გახდეს პრემიერმინისტრი. უთხრან, გახდეს პრემიერ-მინისტრი და თუ ბიჭია გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. მაგრამ ამას ივანიშვილს ვერ გაუბედავენ და ივანიშვილი ბუნებრივია არ არის მოწადინებული რომ საკუთარი თავი ჩამოდოს.

რისკიანი კაცი ასე უნდა იქცეოდეს, რომ თვითონ გახდეს პრემიერი. მისი ერთადერთი რესურსი საკუთარი თავია. მგონია, რომ თვითონაც რომ იყო პრემიერი მაინც წააგებს მომდევნო არჩევნებს, მაგრამ მას ასე თუ არ მიაჩნია მაშინ ასე უნდა მოიქცეს. მაგრამ ის ხომ ქვეშოვრდომებით ჟონგლიორობს", - გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

4 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167