ლადო პაპავა: პრეზიდენტს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი არ ეკადრება

ლადო პაპავა: პრეზიდენტს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი არ ეკადრება

"პრეზიდენტს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი არ ეკადრება", - ასე აფასებს ექსპერტი ლადო პაპავა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ: "პრემიერმინისტრების შერჩევის ეს მასკარადი უნდა დასრულდეს".

პაპავას თქმით, გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დამსახურებით გახდა პრეზიდენტი, შესაბამისად ის ასეთი სიტყვებით არ უნდა მიმართავდეს მმართველ გუნდს.

"თუ თავის ისტორიასაც გადახედავს, ის რა მასკარადი არ იყო, როგორ შეირჩა თვითონ პრეზიდენტად? ის აირჩია პრეზიდენტად ქართველმა ხალხმა, თუ ბატონი ბიძინას სახელით და "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი.
ამიტომ, ის, რაც მას თვითონ გადახდა, ნამდვილად არ იქნება გამართლებული, ახლა ასეთი სიტყვებით მიმართავდეს "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ლადო პაპავამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

17 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224