ბერძენიშვილი: კვირიკაშვილმა თავისი გამოუცდელობით დარტყმა მიაყენა ქვეყნის ევროპულ არჩევანს

ბერძენიშვილი: კვირიკაშვილმა თავისი გამოუცდელობით დარტყმა მიაყენა ქვეყნის ევროპულ არჩევანს

კვირიკაშვილი იყო ივანიშვილის თანაშემწე და არა ქვეყნის მმართველი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2015 წლის ბოლოს კვირიკაშვილს ყველა საშუალება ჰქონდა იმისათვის, რომ პოლიტიკური ლიდერი გამხდარიყო და არ ყოფილიყო ივანიშვილის სამართავი.

„თავის დროზე 2015 წლის ბოლოს კვირიკაშვილს ჰქონდა ყველა საშუალება იმისთვის, რომ გამხდარიყო პრემიერი და პოლიტიკური ლიდერობის პრეტენზია განეცხადებინა და არ ყოფილიყო ივანიშვილის სამართავი მისი ქვეშევრდომების მეშვეობით. ის იყო მთავრობის მეთაური და გაცილებით მეტი საშუალება ჰქონდა, ვიდრე პრეზიდენტს. უფლებამოსილებებით ქვეყნის რეალური ლიდერი პრემიერ-მინისტრია. კვირიკაშვილმა ასეთი გზა აირჩია, დილით ერთს ამბობდა და საღამოს მეორეს.

გაგახსენებთ, მისი პრემიერობის გარიჟრაჟზე გაკეთებულ განცხადებას. ჯერ თქვა, რომ „რესპუბლიკელებთან“ ერთად აპირებს ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეს ხდებოდა 2015 წლის 1 მარტს. მერე როდესაც დაუქნიეს თითი ცალკე ბიძინამ და ცალკე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მერე შეცვალა. ეს იყო ტესტი, რომელიც მან ვერ გაიარა და ვერ შეძლო რეალურ პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობა. ის გაყვა ივანიშვილის მართვის სტილს და მან უარი თქვა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე. ეს იყო მისი დიდი შეცდომა.

კვირიკაშვილი თავის დროზე დათანხმდა არაპოლიტიკური ფუნქციებით პრემიერობას, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეობას. ეს იყო მისი პირველი დიდი შეცდომა. ალბათ ეს მისი პოლიტიკური გამოუცდელობით მოხდა. მან ამითი ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ არჩევანს, პოლიტიკურ პლურალიზმს, ბიზნესის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და რეალურად მისი ფსევდო მმართველობის 2.5 წლის განმავლობაში ის იყო ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და არა ქვეყნის მმართველი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

უსუფაშვილი: ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს სარდაფში და მერე ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ნორმალურ სასახლეში

16 წუთის წინ

„კეთილი ინებოს, ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს, თავისი წონის შესაბამისად, და მერე ილაპარაკოს იმაზე, თურმე პრეზიდენტს არ აქვს სათანადო წონა და სახელმწიფოს მეთაური არ არის იმ დონის ადამიანი, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს არ...

USD 2.6074
EUR 2.9495
GBP 3.3124
TRY 0.4224