სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ''დიდი წარმატება'' უწოდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ''დიდი წარმატება'' უწოდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა სინგაპურში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრას „დიდი წარმატება“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. 

მუნ ჩჟე ინის განმარტებით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შედეგები სხვადასხვა გზით შეფასდება.

"... ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს შეხვედრა საშუალებას მისცემს მსოფლიოს, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და ჩინეთს, რომ თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ომის და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საფრთხე",-განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სინგაპურში აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების ისტორიული სამიტი შედგა. დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს ფანტასტიკური უწოდა.

ლიდერების მოლაპარაკებები სინგაპურის კუნძულ სენტოსზე გაიმართა. მათი შეხვედრა კი ხელის ჩამორთმევით დაიწყო. ლიდერების მოლაპარაკებებს პირისპირ შეხვედრა უძღოდა წინ. ამ შეხვედრას, ლიდერების გარდა, მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით. მოლაპარაკებების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთად ისადილეს და შემდეგ გაისეირნეს.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

6 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167