"არემჯის" მხარდაჭერით ბოლნური ღვინო ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

"არემჯის" მხარდაჭერით ბოლნური ღვინო ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია "არემჯის" მხარდაჭერით ბოლნური ღვინოები იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას "არემჯი" ავრცელებს.

საერთაშორისო გამოფენაზე, მეღვინეთა გაერთიანება „ბოლნური ღვინო“ 15-მდე საოჯახო მარნის ღვინით წარსდგება მომხმარებლის წინაშე.

ბოლნისი, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი კერაა, ქართული ტრადიციული წესით - ქვევრში დაყენებული ღვინოებით გამოირჩევა. სწორედ ამ ტრადიციის აღდგენას და ბოლნური ქვევრის ღვინოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად "არემჯის" მხრიდან საოჯახო ტიპის მარნების მხარდაჭერა.

ღვინის ექსპო  ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა რეგიონში, რომელიც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან წარუდგენს ეროვნული და საერთაშორისო ღვინის ფართო ასორტიმენტს.

"რამდენიმე წელია, რაც ბოლნისელმა მეღვინეებმა აქტიურად დაიწყეს ღვინის ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენება. მივესალმებით ამ ტრადიციის აღდგენას. კომპანიის სურვილია მაქსიმალურად  ხელი შევუწყოთ ბოლნური ღვინის განვითარებას და მის საერთაშორისო  ასპარეზზე წარმოჩენას. ვფიქრობ, მსგავს  გამოფენებში მონაწილეობით ბოლნური ღვინო, რომელიც საუკეთესო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა მალე ძალიან პოპულარული გახდება. წარმატებას ვუსურვებ ყველა მეღვინეს და სტუმრებს  ვურჩევ  ბოლნური ღვინის დაგემოვნებას", - განაცხადა "არემჯის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა

"მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა

1 საათის წინ

დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს საქართველო 7-9 ადგილებს იყოფდა ავსტრალიასა და მავრიკის რესპუბლიკასთან, ხოლო 2017 წელს მე-9 ადგილზე იყო. "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2018 წლის რეიტინგი ასეთია: ჰონგ-კონგი; სინგაპური; ახალი...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228